ბათუმში ქმარმა ცოლი დაჭრა

ბათუმში, ბონის დასახლებაში ქმარმა ცოლი დაჭრა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.

30 წლამდე ქალს ცივი იარაღით კისრის არეში ორი ჭრილობა აქვს მიყენებული. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მამაკაცი ცხელ კვალზე დააკავა. მიმდინარეობს გამოძიება.

banner
წინა სტატიაშისენაკში მშვიდობის ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – რუსეთმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს დესტრუქციული ქმედება