აშშ-ის ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი სენატორი ჯო ლიბერმანი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „სიენენი“ ავრცელებს. გარდაცვალების მიზეზად დაცემისგან მიღებული ტრავმა დასახელდა.

ლიბერმანი კონექტიკუტის შტატის წარმომადგენელი იყო სენატში, სადაც 24 წლის განმავლობაში მუშაობდა. ლიბერმანი 2000 წლის არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იყო.

ყოფილი სენატორი ასევე აქტიურად უჭერდა მხარს აშშ-ის ერაყში შესვლას 2003 წელს, რის გამოც ბევრ დემოკრატს დაუპირისპირდა.

banner
წინა სტატიაშიჯონ კირბი – რაფაჰში „ჰამასის“ შესაჩერებლად სხვა გზებიც არსებობს, გარდა სამხედრო ოპერაციისა
შემდეგი სტატიახერსონზე რუსული ძალების იერიშის შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა