აშშ იაცენიუკის გადაყენების ვადაზე საუბრობს

აშშ იაცენიუკის გადაყენების ვადაზე საუბრობს

უკრაინაში აშშ-ს ყოფილმა ელჩმა, სტივენ პაიფერმა განაცხადა, რომ უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენ იაცენიუკი უახლოეს მომავალში ფინანსთა მინისტრ ნატალია იარესკოთი შეიცვლება – ამის შესახებ მან “ტვიტერის” საკუთარ მიკრო-ბლოგზე დაწერა.
“კიევიდან სულ უფრო მეტი შეტყობინება მოდის იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსთა მინისტრი ნატალია იარესკო უკრაინის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება, სავარაუდოდ, უკვე ამ კვირაში” – დაწერა პაიფერმა.
5 მარტს “უკრაინის პრავდამ” გაავრცელა, რომ იაცენიუკის ოპონენტები მზად არიან 9 და 10 მარტს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ინიციატივით გამოვიდნენ, სადაც პრემიერს გადააყენებენ.

პრემიერის პოსტზე მოიაზრებენ პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლეშეკ ბალცეროვიჩს, რადას სპიკერს ვლადიმირ გროსმანს და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანს ალექსანდრ ტურჩინს.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონში დააკავეს მამაკაცი, რომელიც თეთრ სახლში აპირებდა შეღწევას
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: “კოალიცია “ქართული ოცნება” რეალურად უკვე დაიშალა”