ირმა ინაშვილი: “კოალიცია “ქართული ოცნება” რეალურად უკვე დაიშალა”

კოალიცია “ქართული ოცნება” რეალურად უკვე დაიშალა. დავით კომუნისტინის, სტუკაჩოვების და სხვა რესპუბლიკელების ბუნდოვანი, აბდა- უბდა გამოსვლები მხოლოდ იმაზე მიანიშნებს, რაოდენ იღწვიან ისინი ბიძინა ივანიშვილს არ მოწყდნენ-აცხადებს “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი.

2016 წლის პარლამენტში მოხვედრის შანსი სტუკაჩოვებისთვის მინუს ერთია. არადა, რესპუბლიკელების სასიცოცხლო მიზანი არც ნატოა – სინამდვილეში, არც ევროკავშირი და მითუმეტეს, არც საქართველო. მთავარი ძალაუფლების არდაკარგვა და განმტკიცებაა. ტკბილია სკამი და კომუნისტინიც თავს იმშვიდებს,- მაგრად ვზივარო. კითხვაზე,- რა ხდება? პასუხი მარტივია: როგორც ცოლ- ქმარს უჭირს ოფიციალური განქორწინების გასაჯაროვება და ორივე მხარე ცდილობს სახის შენარჩუნებას, ისე სტუკაჩოვები ამტკიცებენ, რომ კოალიცია ურყევია და დომინანტ… მეორე პარტიად რესპუბლიკელები რჩებიან ხელისუფლებაში. ამტკიცებენ, რადგან ივანიშვილთან მარადიული მიწებება სურთ. თვითონ “ოცნება”, მეჩვენება, რომ აღარც ცდილობს ერთობის ილუზიის გამყარებას. უფრო ხშირად ისმის სიტყვები: “ვემიჯნებით”- “გვემიჯნებიან”. სიმართლე გითხრათ, განშორება- არგანშორების ამ ისტორიაში ჩემთვის საგულისხმოა ერთ- ერთი სტუკაჩოვისგან ორპარტიული ხელისუფლების თემის გაჟღერება. 2012 წელს, თურმე, ჩვენ ხმა მიგვიცია არა ივანიშვილისა და კოალიცია “ქართული ოცნებისათვის”, არამედ ხელისუფლების გაყოფისთვის რესპუბლიკურ პარტიასთან. ასე ფიქრობს დავით სტუკაჩოვი. რას მივეცით ხმა? რესპუბლიკელებისთვის ხელისუფლების გაყოფას? მე- არა. მთავარი შეკითხვა, რაც ივანიშვილთან მქონდა და მაქვს, ზუსტად ესაა: როგორ გაიმეტეთ ჩვენი ქვეყანა სტუკაჩოვებისთვის? როგორ გაიმეტეთ ჩვენი ჯარი თინა ხიდაშელისთვის? როგორ დაუთმეთ ხელისუფლების ნაწილი იმ ადამიანებს, რომლებიც, როცა მათ პარტიას დასჭირდება, ფეხების ბაკუნს კი არ დასჯერდებიან, ტანკებს გამოიყვანენ ქუჩაში და ამას დასავლური ღირებულებებისადმი ერთგულებით გაამართლებენ.

ირმა ინაშვილი

banner
წინა სტატიაშიაშშ იაცენიუკის გადაყენების ვადაზე საუბრობს
შემდეგი სტატიალევან გაჩეჩილაძეს ტელევიზიის თანამშრომლები 21:00 საათზე შეხვდებიან