აშშ არ მოაწერს ხელს გაეროს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ დეკლარაციას

აშშ უარს აცხადებს მონაწილეობა მიიღოს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გაეროს მიერ გლობალური შეთანხმების შემუშავებაში. ამის შესახებ დაწერა “ტვიტერის” პირად გვერდზე აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროში ნიკი ჰეილიმ.
“ამერიკა ამაყობს თავისი იმიგრაციული მემკვიდროებით და იმ ფაქტით, რომ ჩვენი ქვეყანა უკვე დიდი ხანია, რაც მიგრანტთა და ლტოლვილთა მხარდაჭერის საქმეში მსოფლიო ლიდერია… თუმცა ჩვენი გადაწყვეტილებები იმიგრაციულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, ყოველთვის მხოლოდ ამერიკელებმა უნდა მიიღონ”, – წერს ნიკი ჰეილი.
მისი თქმით, გაეროს დეკლარაცია შეიცავს პუნქტების მთელ რიგს, რომელიც არ შეესაბამება აშშ-ს პოლიტიკას მიგრანტებისა და ლტოლვილთა მიმართებით და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პრინციპებს.
ნიკი ჰეილი აღნიშნავს, რომ აშშ-მ დეკლარაციაზე მუშაობის თანხმობა გამოთქვა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დროს.
2016 წლის სექტემბერში აშშ-მ განაცხადა, რომ მზადა იყო მონაწილეობა მიეღო მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით გაეროს მიერ გლობალური შეთანხმების შემუშვებაში და შეუერთდა ნიუ-იორკის დეკლარაციას, რომელშიც ნათქვამია, რომ 2018 წელს გაეროს ყველა წევრმა სახელმწიფომ ხელი უნდა მოაწეროს ამ შეთანხმებას.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: რა უნდა მოხდეს, რა შეიძლება იყოს გამოსავალი?
შემდეგი სტატიახობში პოლიციელი 73 წლის მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდა