ხობში პოლიციელი 73 წლის მოხუცს ფიზიკურად გაუსწორდა

ხობში პოლიციის თანამშრომელი ლადო შამათავა 73 წლის მიშა გოგიას ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ Front News International-ს დაზარალებულის შვილმა სოფო გოგიამ აცნობა.

მისივე თქმით, მიზეზი ეზოში საბალახოდ შეშვებული ძროხა გახდა.

“ხობში, ეზოებში, სადაც მოსავალი აღებულია, ძროხებს საბალახოდ უშვებენ. იმ დროს, როდესაც მამა ძროხას ეზოში უშვებდა, ლადო შამათავა მიუვარდა, ჯერ ჯოხი ესროლა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა, აყენებდა სიტყვიერ შეურცხყოფასაც. მას შემდეგ, რაც მამას ფიზიკურად გაუსწორდა, დაემუქრა, რომ თოკით დააბამდა იქამდე, ვიდრე ჩალას არ მივუტანდით. შამათავამ მიზეზად დაასახელა ის, რომ მას მოსავალი არ ჰქონდა აღებული, მაშინ, როცა ეზოში სხვა ძროხებიც იყო და ეს პოლიციასაც დაფიქსირებული აქვს”, – განაცხადა სოფო გოგიამ.

მისივე თქმით, ლადო შამათავა ფოთის პოლიციის განყოფილებაში მუშაობს და ოჯახმა მის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიაშშ არ მოაწერს ხელს გაეროს მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებულ დეკლარაციას
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყე ამოიღო