“აშკარად ჩამოვქვეითდით დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსიდან”- იოსელიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს ეხმაურება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის კოტე იოსელიანის განცხადებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნები რეალურად, არჩევნების გაყალბების ფაქტს ადასტურებს.
„საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებში ნათლად ჩანს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. ვისაც დიპლომატიური ენა ესმის, მას შეუძლია ნათლად ამოისახოს ის, რომ ეს იყო ამომრჩევლის ნების საწინააღმდეგოდ ჩატარებული არჩევნები. ეს ძალიან ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე. ჩვენ აშკარად ჩამოვქვეითდით დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსიდან“- განაცხადა კოტე იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაში“ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ არის ყურადსაღები”- ჩუგოშვილი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებზე
შემდეგი სტატიაუწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს