უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე იმსჯელეს

სამაგიდო სიების თემა პრაქტიკაშიც და კანონის დონეზე უნდა გასწორდეს, – ეს განცხადება დღეს უწყებათაშორისი კომისიის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააკეთა.

თეა წულუკიანი სამაგიდო სიების მიმართულებით კანონმდებლობის დარეგულირებაზე საუბრობს, თუმცა პარალელურად უბნის მიმდებარედ აგიტაციასა და ამომრჩეველთან სატელეფონო საუბრებში პრობლემას ვერ ხედავს

“პრობლემა არის იმაში, რომ სამაგიდო სიებზე პარტიების წარმომადგენლებს განურჩევლად იმისა, იყო ეს ოპოზიცია, თუ მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ქონდათ ზოგიერთ უბანზე წვდომა. ამას საკანონმდებლო დარეგულირება დასჭირდება. ამის პარალელურად არ ვეთანხმები იმას, რომ პოლიტიკური აქტიურობა უნდა აიკრძალოს უბანთან, მიმდებარე ქუჩებზე, თუ ტელეფონით ამომრჩეველთან დაკავშირება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, უწყებათა შორის სხდომაზე საჩივარი შევიდა არჩევნების დღეს “ახალი საქართველოს” ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით.

თეა წულუკიანი მიიჩნევს, ფაქტზე რეაგირება უნდა მოხდეს, ვინაიდან მინისტრის თქმით, არჩევნების დღეს აგიტაცია აკრძალულია.

“არჩევნების დღეს ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება მიუვიდა, ზოგი ხმის მიცემის პროცესში, ზოგი იყო დამკვირვებელი, წარმომადგენელი, თუ უბრალოდ ამომრჩეველი უბანზე და უბნებზეც გავრცელდა ეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები და ამ თემს ავიყვანთ ბოლომდე კონტროლზე “ – განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“აშკარად ჩამოვქვეითდით დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსიდან”- იოსელიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს ეხმაურება
შემდეგი სტატია“გაუქმდეს ის უკანონო განკარგულება…ეს არის კრიმინალი”- მეჭიაური