“ყველაფერი, რაზეც ისინი საუბრობენ არის ყურადსაღები”- ჩუგოშვილი საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნებზე

„ქართული ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული წინასწარი დასკვნები დადებითია. მმართველი გუნდის წევრი თამარ ჩუგოშივილი აცხადებს, რომ დასკვნებში არსებულ შენიშვნები ყურადსაღებია და მათ გაითვალისწინებენ.
„მიუხედავად იმისა, რომ იყო გარკვეული იზოლირებული შემთხვევები დარღვევებისა, ეს ხდება ყოველ არჩევნებზე, ამისგან თავის სრული დაცვა ფაქტობრივად შეუძლებელია. მთავარია, რომ იყო ძირითადად ტექნიკური ხასიათის დარღვევები, რომელსაც მთლიან შედეგზე გავლენა არ მოუხდენია და ვერ მოახდენდა. ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვეცნობით დამკვირვებლების ანგარიშებს. ჩვენ ეს გვაძლევს შესაძლებლობას, რომ წლიდან წლამდე გავაუმჯობესოთ საარჩევნო გარემო და ყველაფერი რაზეც ისინი საუბრობენ არის ყურადსაღები“ – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშითიანეთში, არჩევნების შედეგები კითხვებს აჩენს – ჟორჟოლიანი
შემდეგი სტატია“აშკარად ჩამოვქვეითდით დემოკრატიული სახელმწიფოს სტატუსიდან”- იოსელიანი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დასკვნებს ეხმაურება