ასადი: რუსეთის თავის მხარდაჭერას გააძლიერებს

სუ-24-თან დაკავშირებულმა ინციდენტმა ჯიჰადისტებტან ბრძოლაში არა მგონია ბალანსი დაარღვიოს, რუსული მხარის მონაწილეობა კი მხოლოდდამხოლოდ გაიზრდება ამ ბრძოლაში – განაცხადა სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა.
“ტერორიზმთან ბრძოლა გრძელდება. რუსეთის მონაწილეობა და მხარდაჭერა მხოლოდდამხოლოდ გაიზრდება. არა მგონია, რომ უკვე შესაძლებელი იყოს უკან დახევა” – თქვა პრეზიდენტმა ასადმა ჩეხეთის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

მისი აზრით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ დასავლური კოალიციის სტარტეგიამ, მხოლოდდამხოლოდ დაჯგუფების გაძლიერება გამოიწვია. მისივე თქმით, თუკი დასავლეთის ქვეყნებს სინამდვილეში სურთ ტერორიზმის დამარცხება, მათ პირველ რიგში მათი იარაღის მომარაგება უნდა შეწყვიტონ, რომელიც ძირითადად თურქეთიდან შემოდის საუდის არაბეთის და კატარის მხარდაჭერით.
რამდენიმე დღის წინ ამერიკის პრეიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მას რუსეთის მიერ სირიაში სტრატეგიას შეიცვლის იმედი არა აქვს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მოსკოვი ადრე თუ გვიან შეუერთდება კოალიციას, რომელიც ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ იბრძვის.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს თბილისის მერთან
შემდეგი სტატიამთავარი პროკურორი მოქალაქეებთან შეხვედრის დღეს აწესებს