მთავარი პროკურორი მოქალაქეებთან შეხვედრის დღეს აწესებს

მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოქალაქეებთან შეხვედრის დღეს აწესებს. ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ სისტემის სხვადასხვა რგოლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
გარდა ამისა, როგორც შოთაძემ აღნიშნა, მოქალაქეებს ოლქის პროკურორებთან შეხვედრაც შეეძლებათ.

“მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია პროკურატურა უფრო მეტად განვითარდეს. ამისათვის პროკურორების დამოუკიდებლობის გაძლიერება და გაზრდაა საჭირო. უნდა ამაღლდეს მათი კვალიფიკაცია, რისთვისაც ჩატარდება შესაბამისი სწავლება და ტრენინგები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან, ჩვეულებრივ მოქალაქეებთან ურთიერთობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ამ მიმართულებით. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს მომავალში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. თითოეული რაიონული ოლქის პროკურორთან მოქალაქეებს გამოეყოფათ ღია კარის დღე, რა დროსაც შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მათ. ასევე, მე ვაპირებ დავაწესო კონკრეტული დღე, რა დღესაც მოქალაქეებს ექნებათ პირადად ჩემთან შეხვედრის და მათი ჭირ-ვარამის ჩემთვის გაზიარების შესაძლებლობა”, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული მიმართულია იმისკენ, რომ პროკურორებმა კარგად გაიაზრონ და გაითავისონ, რა აწუხებს ხალხს და რა პრობლემებს ხედავს პროკურატურის სისტემაში.

banner
წინა სტატიაშიასადი: რუსეთის თავის მხარდაჭერას გააძლიერებს
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე: პირობა დავდე რომ რეზონანსული საქმეები გამოძიებული იქნება