თეა წულუკიანი – ძალიან ბევრი პრეტენზია მაქვს თბილისის მერთან

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თბილისის მერს დავით ნარმანიას სოფელ დიღომში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო საყვედურობს.
“სოფელი დიღომში არის ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პრობლემა. მე ვცხოვრობ იქ და ამ თემაზე ბატონ მერთან, დავით ნარმანიასთან არა მხოლოდ მისაუბრია, არამედ ბევრჯერ გვიჩხუბია კიდეც. სოფელი დიღომი მიშამ შეუერთა თბილისს და თუკი ჩვენ ვართ თბილისის ნაწილი, კეთილი უნდა ინებოს თბილისის მერმა და მიხედოს სოფელ დიღომს”, – განუცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებს, რითაც არ დაეთანხმა ინფორმაციას, რომ სოფელ დიღომში გზა მხოლოდ მის სახლამდეა დაგებული.
მისივე თქმით, სოფელ დიღომში ინფრასტრუქტურული სამუშაოები ახლა მიმდინარეობს, რის გამოც ცენტრალური გზა გადათხრილია.
“მოვუწოდებ თბილისის მერიას, უფრო მეტად დაინტერესედეს სოფელი დიღმით… ბევრი პრობლემა გვაქვს, ამიტომ, მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მცხოვრებს სოფელ დიღომში, მაქვს ძალიან ბევრი პრეტენზია თბილისის მერთან და მერიასთან.
ამჟამად მიმდინარეობს გზის გაჭრა თბილისის საქალაქო სასამართლომდე. სამუშაოები ნელი ტემპით ხორციელდება, თუმცა მალე დასრულდება. ასევე ცენტრალური გზის შეკეთება, რომელიც გადათხილია, სანამ ყინვებს დაიჭერს, უმჯობესია დასრულდეს. რამდენიმე კილომეტრიანი გზა უკვე დაიგო, თუმცა ჩვენდა სამწუხაროდ სანიაღვრეების გარეშე, რის გამოც უკმაყოფილო ვართ”, – განმარტა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის სამწლიანი მუშაობის ანგარიშის საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად 611 500 ლარი გამოიყო
შემდეგი სტატიაასადი: რუსეთის თავის მხარდაჭერას გააძლიერებს