„არტ გენის“ სტუმრებს მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება

23-დან 26 ივლისის ჩათვლით, გიორგი ჩიტაიას სახელობის ხალხური ყოფისა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე სახალხო ფესტივალი „არტ გენი“ ჩატარდება.

ფესტივალზე დასწრების მსურველთათვის კუს ტბის გზის დასაწყისიდან ეთნოგრაფიულ მუზეუმამდე მუნიციპალური ავტობუსები იმოძრავებს.

ავტობუსები სტუმრებს 11:00-დან 23:00 საათამდე, არსებული ტარიფით – 50 თეთრით მოემსახურებიან.

banner
წინა სტატიაშიკახიძე-ქვეყანაში არის დაუცველობის განცდა და უნდობლობა სამართალდამცავი სისტემების მიმართ
შემდეგი სტატიავაზისუბანში შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება