ვაზისუბანში შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება  

ვაზისუბანში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე, შემოდგომაზე ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება.

9-ჯგუფიანი ბაღის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება და ის 250-მდე აღსაზრდელს მიიღებს.

 

შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის და გათვალისწინებული იქნება ბავშვთა უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის გამგებელ კახა ლაბუჩიძესა და რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, საპროექტო ტერიტორია დაათვალიერა და მათ პროექტის დეტალები გააცნო.

banner
წინა სტატიაში„არტ გენის“ სტუმრებს მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება
შემდეგი სტატიაჯიშკარიანი-ვვარაუდობთ, რომ შესაძლებელია საჭირო გახდეს კომპლექსურ-კომისიური ექსპერტიზა