კახიძე-ქვეყანაში არის დაუცველობის განცდა და უნდობლობა სამართალდამცავი სისტემების მიმართ

დეპუტატმა ოთარ კახიძემ დღეს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ისაუბრა. კახიძემ ყურადღება გაამახვილა საქმეში სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტურობასა და ხელისუფლების არასწორ აქცენტებზე.

“ის, რომ 5 დღის განმავლობაში მანქანას ვერ მიაგნო პოლიციამ, ის, რომ ოჯახის მიერ გზის გადაკეტვა აღმოჩნდა საჭირო იმისთვის, რომ რეალურად დაეწყოთ ძებნა, ნიშნავს, რომ შსს, ჩვენი პოლიცია, ბიძინას დაცვის უფროსით სათავეში, არ არის მოტივირებული დაიცვას საზოგადოების უსაფრთხოება. ამ გადაკეტვისას იმდენი პოლიციელი იყო მობილიზებული, რომ ამის ნახევარი რომ გაეშვათ მოსაძებნად, პირველივე დღეს იპოვიდნენ მანქანასაც და გოგონასაც.

მათთვის მნშვნელოვანია ივანიშვილის უსაფრთხოება, მნიშვნელოვანია, რომ ივანიშვილმა ხელისუფლება გაიხანგრძლივოს და არა ჩვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესების დაცვა.

ეს რეალობა არ ის შესაცვლელი იმიტომ, რომ ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მოგვიწოდებს, კრიმინალს გაგებით მოვეკიდოთ. ეს არის ხელისუფლება, რომელმაც პოლიციაში შექმნა განუკითხაობა. ქვეყანაში არის ტოტალური დაუცველობის განცდა და უნდობლობა სამართალდამცავი სისტემების მიმართ.

ეს რეალობა არჩევნებში უნდა შევცვალოთ”. – აღნიშნავს დეპუტატი ოთარ კახიძე.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე – კინზინგერმა ნათლად თქვა, გაძლევთ ფულს და უნდა ვიცოდეთ, რომ ის მიზნობრივად იხარჯება
შემდეგი სტატია„არტ გენის“ სტუმრებს მუნიციპალური ავტობუსები მოემსახურება