არსებული ინფორმაციით, სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა

სკოლის მასწავლებელთა უმრავლესობამ მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერც ამჯერად მოახერხა. “ბიზნესკონტაქტის” ინფორმაციით, პედაგოგთა ბოლო საგნობრივი გამოცდა მიმდინარე წლის იანვარში ჩატარდა, სადაც სულ 10 552 პრაქტიკოსი პედაგოგი დარეგისტრირდა, მათგან ტესტირება 6 477-მა გაიარა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი რომელიც 60%-ით განისაზღვრებოდა, 1 101-მა ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 17%-მა გადალახა.

ოფიციალური მონაცემების თანახმად, ყველაზე სავალალო შედეგი დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს აქვთ. კერძოდ, გამოცდაზე მისული 1 167 პედაგოგიდან კომპეტენციის დადასტურება მხოლოდ 94-მა პედაგოგმა ანუ დაახლოებით 8.%-მა შეძლო.

381-დან მხოლოდ 26-მა, ანუ საერთო რაოდენობის თითქმის 7%-მა ჩააბარა მათემატიკის გამოცდა, რაც შეეხება ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდას, 317-დან ზღვარის გადალახვა მხოლოდ 15%-მა მოახერხა.

საერთო რაოდენობის 9%-მა გადალახა ზღვარი ბუნებისმეტყველებაში. 19.%-მა ფიზიკაში და თითქმის 17%-მა ქიმიაში.

რაც შეეხება უცხო ენის გამოცდას, ინგლისური ენის გამოცდაზე სულ 458 პედაგოგი გავიდა, საიდანაც ზღვარის გადალახვა 83-მა შეძლო, 29-დან 10-მა დაამტკიცა თავის კომპეტენცია გერმანულ ენაში, რაც შეეხება რუსულს, ამ შემთხვევაში ზღვარის გადალახვა გამოცდაზე გასული საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტმა შეძლო.

უნდა ითქვას, რომ ჩატარებული 19 საგნობრივი გამოცდიდადნ რუსული ენის 55%-იანი შედეგი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
აღნიშნულთან დაკავშირებით განათლების სამინისტროში კომენტარი ჯერჯერობით არ გაკეთებულა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ანტიკორუფციული კომიტეტის შექმნის ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: ყველას ვულოცავ, რომ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა