დავით უსუფაშვილი: ყველას ვულოცავ, რომ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა

ყველას ვულოცავ, წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროკავშირ-საქართველოს შორის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებული პროცედურის დაწყების თაობაზე დასმულ შეკითხვას.

მისივე განმარტებით, ევროკომისიის გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია.

“ველოდით, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნებოდა. ყველას ვულოცავ, რომ წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა. ახლა მხოლოდ რამდენიმე ტექნიკური ნაბიჯია დარჩენილი. მინდა, რომ ევროპაში განათლებული ქართველები თავისუფლად მიემგზავრებოდნენ და იქაც განათლებას ვღებულობდეთ”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც ცნობილია, გუშინ ევროკომისიამ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტს საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების წინადადებით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, სკოლის მასწავლებელთა 83%-მა პროფესიული გამოცდის მინიმალური ზღვარი ვერ გადალახა
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე ევროკომისიის მიერ საკანონმდებლო წინადადების წარდგენას მნიშვნელოვანს უწოდებს