არქიმანდრიტი: ხატი სამების ტაძრის დაცულ სივრცეშია, ხატმწერი შეასწორებს არსებულ ხარვეზს

არქიმანდრიტის იოვანე მჭედლიშვილის განცხადებით, წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც სტალინი იყო გამოსახული, სამების ტაძრის დაცულ სივრცეშია გადატანილი, სადაც ხატზე არსებული ხარვეზი შესწორდება. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

“ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით კანონიკური წესების დაცვით შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები. საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლია მსურველთ”, – წერს არქიმანდრიტი.

დღეს ცნობილი გახდა, რომ სამების საკათედრო ტაძრიდან გაიტანეს წმინდა მატრონას ხატი, რომელზეც სტალინიც იყო გამოსახული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო მსოფლიო ეკონომიკური ლიდერების არაფორმალურ ლანჩს, სახელწოდებით – “გლობალური სისტემებისადმი ნდობის აღდგენა”
შემდეგი სტატია“ყოველთვის ვართ თქვენი მდგომარეობის საქმის კურსში” – 6 ევროპარლამენტარის წერილი სააკაშვილს