სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარგსიანმა მთავრობის გადადგომის შესახებ დადგენილებას ხელი მოაწერა. ამიერიდან ყველა მინისტრი მოვალეობის დროებით შემსრულებელი იქნება.
შეგახსენებთ, დღეს სომხეთის პრემიერ მინისტრმა სერჟ სარგსიანმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობას დროებით ვიცე-პრემიერი კარენ კარაპეტიანი შეასრულებს.
სერჟ სარგსიანმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა.
თანამდებობიდან წასვლის შესახებ მან განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ის ტოვებს თანამდებობას და ამბობს, რომ სომხეთის ოპოზიციის ლიდერი ნიკოლ ფაშიანიანი მართალი იყო.