არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე

“არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე” – თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის მერზე, კახი კალაძეზე მთავარი არხის ეთერში. კობახიძე ამბობს, რომ კალაძე თბილისის საუკეთესო მერია და წლების განმავლობაში თანამშრომლობამ მისცა საფუძველი, რომ მასზე ასე იფიქროს.

“არიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე. მე პირადად მასთან მაქვს ურთიერთობა, ჩვენ პრაქტიკულად ტანდემში ვმუშაობდით ორი კაცი. 2014 წლის ბოლოს, როცა მე გავხდი აღმასრულებელი მდივანი, 2 წელი ერთად ვმუშაობდით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, შემდეგ გაგრძელდა ეს ერთობლივი სამუშაო პროცესი. მუდმივად ამ რეჟიმში ვმუშაობთ და მე ერთი ფაქტიც არ მახსენდება იმის, რომ ჩვენ სხვადასხვა პოზიცია გვქონოდეს გარკვეულ საკითხთან დაკავშირებით, ერთი მარტივი მიზეზის გამო – კახი კალაძე ყოველთვის საქმიდან და ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე ქვეყნის და გუნდის ობიექტური ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს და დგამს ნაბიჯებს. ეს არის ისეთი გამოცდილება, 7-წლიანი გამოცდილება, რომელიც სრული სიმყარის გარანტიას იძლევა როდესაც ადამიანს აფასებ”. – თქვა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, გავრცელებული ინფორმაცია კალაძესა და მმართველ გუნდს შორის არსებული დაპირისპირების შესახებ სპეკულაციაა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიკობახიძე: 19-21 ივნისის მოვლენების დროს გიორგი გახარიას ქმედებები მიხეილ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული
შემდეგი სტატიაინდოეთში ყველაზე დიდი ოჯახის მამა გარდაიცვალა, მას 38 ცოლი და 89 შვილი ყავდა