კობახიძე: 19-21 ივნისის მოვლენების დროს გიორგი გახარიას ქმედებები მიხეილ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ეჭვობს, რომ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების დროს გიორგი გახარიას ქმედებები მიხეილ სააკაშვილთან იყო დაკავშირებული.

“სააკაშვილთან პარტნიორობის ცოტა უფრო ირიბ კავშირებზე შეიძლება ჩვენ გვქონდეს ეჭვი. მარტივი კითხვა დავსვით ჩვენ, რაზეც ვერ მივიღეთ პასუხი. ეს არის კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რაში სჭირდებოდა 2-3 დღე. რამდენჯერაც ეს კითხვა დაისვა, იმდენჯერ გვერდი აუარა გახარიამ. ამაზე პასუხი არ არსებობს, 2-3 დღე უკეთესობისკენ რას ცვლიდა. უარსებობისკენ ბევრ რამეს ცვლიდა.

ამას ემატება გარკვეული ეჭვები დღევანდელ დაფინანსებაზე, ანუ იკვრება გარკვეული ლოგიკური ჯაჭვი, რომელიც ჩვენ საუბრის საშუალებას გვაძლევს. ამას ემატება წარსულში განხორციელებული გარკვეული ქმედებები. მიზეზების დაგროვებაზე არ არის საუბარი, იყო გარკვეული ქმედებები, რაც ამყარებს ეჭვს, რომ გავლენის ქვეშ ბევრად უფრო ადრე იყო. მაგალითად იგივე, რაც ხდებოდა 20 ივნისს, ამასთან დაკავშირებით ჩვენ, ბუნებრივია, გაგვიჩნდა კითხვის ნიშნები. დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან”. – თქვა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: 20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან
შემდეგი სტატიაარიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე