ინდოეთში ყველაზე დიდი ოჯახის მამა გარდაიცვალა, მას 38 ცოლი და 89 შვილი ყავდა

76 წლის ზიონა ჩანა 13 ივნისს გარდაიცვალა. მას ყავდა 38 ცოლი, 89 შვილი და 36 შვილიშვილი. მისი ოჯახი ყველაზე მრავალრიცხოვნად ითვლებოდა მსოფლიოში, თუმცა, მისი ოჯახის წევრების შესახებ გავრცელებული მონაცემები განსხავდებიან ერთმანეთისგან.
ჩანა ჩან პოლის რელიგიური სექტის სულიერი ლიდერი იყო, სადაც პოლიგამია მიღებულია. მას დიაბეტი და ჰიპერტონია აწუხებდა. კვირას ჩანა საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა – “ბიბისი” წერს.

ჩანა პოლის სექტის ყველა წევრი, რომელიც დაახლოებით 2 ათასია, სოფელ ბაკტავნგ ტლანგნუამში ცხოვრობენ, რომელიც ქალაქ აიჯადან 55 კმ-ში მდებარეობს, მიზარამის შტატში.
სულიერ ლიდერს და მის ოჯახს ოთხსართულიანი სახლი ჰქონდა, რომელიც ასი ოთახისგან შედგებოდა სახელად “ჩუან ტან რუნი”, რაც ახალ თაობას ნიშნავს. ოჯახის ყველა წევრს არ ჰქონდა საკუთარი ოთახი.

ჩანას ავეჯის ფაბრიკა და ღორების ფერმა ჰქონდა და სოფელში დიდი პატივისცემით სარგებლობდა არა როგორც მხოლოდ სულიერი ლიდერი, არამედ როგორც ადამიანიც, რომელმაც ბევრს სამსახური აშოვნინა. სოფელი მეზობელი სოფლისგან მკვეთრად განსხვავდებოდა.

ცოლები და შვილები სოფლის მეურნეობას მისდევდნენ. თვითონ ჩანა კი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე თავჩაუხრელად მუშაობდა, რადგანაც სექტის წევრებისთვის მუშაობა რელიგიური მოვალეობა იყო.

ოჯახში დაცული იყო იერარქია და დისციპლინა.

ოჯახის წევრები ერთ სადილზე 30 ქათამს, 60 კგ კარტოფილს და 50 კგ ბრინჯს მიირთმევდნენ.

ჩანას ოჯახს უამრავი ქვეყნიდან სტუმრობდნენ ტურისტები, რასაც სოფლისთვის დამატებითი შემოსავალი მოჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიარიან ადამიანები, რომლებზეც შეგიძლია თავი დადო და ასეთი არის კახი კალაძე
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – გიორგი გახარია თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, რაში სჭირდებოდა ნიკა მელიას დაკავების ოპერაციის ორი-სამი დღით გადადება