არესტოვიჩის თქმით, რუსეთის 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს ცხინვალში შემოიჭრა, განადგურებულია

კრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში რუსეთის 58-ე არმია გაანადგურეს. ამის შესახებ არესტოვიჩმა ყოფილი რუსი ადვოკატისა და პოლიტიკოსის, მარკ ფეიგინის Youtube-ის არხზე ისაუბრა.

“მთლიანად განადგურებულია ერთ-ერთი პოლკი. ამ დროს კი რუსული პროპაგანდა ამბობს, რომ ეს-ესაა აიღებენ და ა.შ. ზაპოროჟიეში 42-ე დივიზია ჩეჩნეთიდა, 150-ე დივიზია, უფროსი ოფიცრები ანგარიშს აბარებენ [რუსეთის გენშტაბს], რომ არ არიან ბრძოლისუნარიანები, განადგურებულიი მათი შემადგენლობის 80% და ითხოვენ ხელახალი ფორმირებისთვის გაყვანას. მთელი 58-ე არმია განადგურებულია, ბრძოლისუნარიანი დარჩა მხოლოდ მე-100 ბრიგადა, სადაზვერვო, საზღვაო ქვეითები და მე-7 ბაზა აფხაზეთიდან, რომელიც, სხვათაშორის, უარს ამბობდა წინსვლაზე. ისინი დაარბიეს, თუმცა მეტ-ნაკლებად ბრძოლისუნარიანობას ინარჩუნებენ”. – თქვა არესტოვიჩმა.

2008 წელს, აგვისტოს ომში რუსეთის 58-ე არმიამ ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების კონტროლირებად ტერიტორიებთან ერთად ახალგორის რაიონი, ზემო აფხაზეთი, გორის რაიონის რამდენიმე სოფელი და საჩხერის რაიონის სოფელი პერევიც დაიკავა.

banner
წინა სტატიაშიბელარუსმა ტერორისტული აქტის მცდელობისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღო
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი უმრავლესობის წევრების მიერ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების თაობაზე ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ასეთი რამ არ იგეგმება