ბელარუსმა ტერორისტული აქტის მცდელობისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღო

ბელორუსმა ტერორისტული აქტის მცდელობისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღო. ამის შესახებ უკრაინული მედია Meduza-ზე დაყრდნობით იუწყება.

ქვეყანაში პარლამენტის ზედა პალატამ უკვე მიიღო სასჯელის გამკაცრების გადაწყვეტილება.

გარდა ამისა, სიკვდილით დასჯა დაემუქრება: სახელმწიფო მოხელის ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობა მის სახელმწიფო ან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რათა გავლენა მოახდინოს ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.

ბელორუსი სენატორები მიიჩნევენ, რომ ასეთი ნაბიჯი ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ სახელმწიფოს მტკიცე ბრძოლის დემონსტრირებას მოახდენს.

აღსანიშნავია, რომ ბელორუსია რჩება ერთადერთ ქვეყნად ევროპაში, სადაც სიკვდილით დასჯა შენარჩუნებულია, როგორც სასჯელის განსაკუთრებული ზომა. აღსრულება ხორციელდება გასროლით.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები ბელარუსის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატამ 27 აპრილს დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიდიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ბრიტანული მენეჯმენტის საკონსულტაციო, საბუღალტრო და პიარ სერვისების გამოყენება აუკრძალა
შემდეგი სტატიაარესტოვიჩის თქმით, რუსეთის 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს ცხინვალში შემოიჭრა, განადგურებულია