არდა თურანმა ახალშერთულ ცოლს მეგობრის სიკვდილი დაუმალა

11 მარტს, ესპანური ,,ბარსოლონადან,, სტამბულის ,,მედიპოლ ბაშაკშეჰირში,, გადასული თურქეთის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი – არდა თურანი ასლიჰან დოღანზე დაქორწინდა.
ქორწინების ცერემონია, რომელიც თურქეთში ქორწილის წინმსწრები, დაოჯახებული წყვილის ოფიციალური ხელმოწერის აქტია, ვიწრო, ოჯახურ გარემოში ჩატარდა, თუმცა მას, შეუღლებულთა უახლოესი ნათესავების გარდა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანიც დაესწრო.
ცერემონიალის შემდეგ ართა თურანმა განაცხადა, რომ სირიის ოპერაციაში თურქული არმიის მონაწილეობის გამო, ქორწილი გაურკვეველი ვადით გადადეს… ,,ქვეყანა და ჩვენი ჯარი, ამჯამად დიდი ბრძოლის ველზეა. ომის დროს ქორწილი შეუძლებელია. ამ დგომარეობაში გართობა არ გამოგვივა,, განცახადა თურანმა, თუმცა მას კიდევ ერთი მიზეზი არ დაუსახელებია, რის გამოც წყვილი უახლოეს ხანებში ხმაურიან ქორწილს ვერ გადაიხდიდა…და როგორც თურქული მედია აცხადებს, ეს მიზეზი მან ახალშერთულ მეუღლესაც დაუმალა ხელმოწერის ცერემონიალის დასრულებამდე.
საქმე იმაში გახლავთ, რომ იმავე 11 მარტს, ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის C-TRB Challenger-ის ბორტზე მყოფი და გარდაცვლი 11 პირიდან ერთი, თვითმფრინავის მფლობელი ჰოლდინგის მეპატრონის, ჰუსეინ ბაშარანის ქალიშვილი- მინა ბაშარანი იყო. 28 წლის მინა ბაშარი კი- როგორც თურქული მედია აცხადებს, არდა თურანის მეუღლის ასლიჰან დოღანის უახლოესი მეგობარი ყოფილა.

banner
წინა სტატიაშინიუ იორკში ვერტმფრენის ჩამოვარდნას დიდი მსხვერპლი მოჰყვა
შემდეგი სტატიასურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში პაციენტები ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში იმყოფებიან