“არჩვენების შემდეგ, ამომრჩეველმა დაინახა ჩემი, ბადრისა და „ლელოს“ პრინციპული სახე”

„ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ლელოს“, ახალი ძალის პერსპექტივა, პრინციპულობა, გამოცდილება და საერთაშორისო კავშირები არ სიამოვნებს და აშინებს ხელისუფლებას.

„ლელოს“, ახალი გამოჩენილი ძალის პერსპექტივა და პრინციპულობა, რომელსაც გაყალბებული არჩევნების დღიდან ვამჟღავნებთ, არ სიამოვნებს ხელისუფლებას. არჩვენების შემდეგ, ამომრჩეველმა დაინახა ჩემი, ბადრისა და „ლელოს“ პრინციპული სახე. მათ დაინახეს ის, რომ ჩვენ არ მოვსულვართ პოლიტიკაში მოსალაპარაკებლად, მანდატების ასაღებად და შემდეგ იმუნიტეტზე სალაპარაკოდ, რადგან სასამართლო პროცესია ჩვენს წინააღმდეგ დაწყებული… ჩვენ მოვედით პოლიტიკაში, რომ ჩვენი ცოდნა, გამოცდილება, უცხოელ პარტნიორებთან კავშირები, მოვახმაროთ მთელ ქვეყანას და საქართველო გამოვიყვანოთ ამ კრიზისიდან.

„ლელოს” ამოცანაა, ქართულ პოლიტიკაში დაამკვიდროს ახალი სუფთა ურთიერთობების, დებატების, პოლიტიკაში ღირსების შენარჩუნების ახალი სტანდარტი და რაც მთავარია, დავუბრუნოთ მოსახლეობას ნდობა პოლიტიკის მიმართ. საქართველოში 30 წლის განმავლობაში უამრავმა ტყუილმა და ცრუ დაპირებამ ადამიანებს დააკარგვინა ბოლო იმედი.

ყველაფერი იწყება სიტყვით. ჩვენ რასაც ვიტყვით იმას შევასრულებთ! ჩვენ ვიქნებით თანმდიმდევრულები, პრინციპულებები, მიტევების უნარის მქონენი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ჩამოვწევთ იმ სტანდარტს, რომელიც არის შინაგანი კონსტიტუაცია – ღირსება.

ჩემთვის მთავარია ადამიანებთან ვიყო პირნათელი. ყველაფერს, რასაც ვამბობთ, შევასრულებთ და თუ ვერ შევასრულებთ, გამოვალთ და გულწრფელად, ობიექტურ მიზეზებზე დაყრდნობით ვისაუბრებთ ამაზე მოსახლეობასთან. ამას ამომრჩეველი დაინახავს, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი – ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების“ სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც
შემდეგი სტატია“ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლონ!”-ხუხაშვილი ოპოზიციის გეგმებზე