“ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლონ!”-ხუხაშვილი ოპოზიციის გეგმებზე

http://socialnetwork.ge/ka/interview/text/politics/79-archevnebis-meore-dghes-prezidentis-sitkhvas-gadamtskhveti-pasi-eqneba

საპროტესტო აქციებისთვის მომზადების შესახებ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით, გია ხუხაშვილი აცხადებს:რა მოყვება ამ აქციებს? ილუზიაა ეს. ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლონ!”

ხუხაშვილის აზრით, ოპოზიციას პროცესის საპარლამენტო ფორმატში გადატანის გზა უფრო მიიყვანს ახალი არჩევნების შედეგებამდე.

„იქ პარლამენტში, პოლიტიკური ლეგიტიმაცია, პოლიტიკური წონა დაბალია. ამ დროს 40% შედის პოლიტიკური ლიდერების პარლამენტში, გაგანია სახელმწიფოებრივი კრიზისის დროს და მათ შეუძლიათ სრულად მართონ პარლამენტი და რაღაც პერიოდის შემდეგ სრულად მოახდინონ მისი პარალიზება, თუ დადებენ საბრალდებო დასკვნას არჩევნებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს გზა აირჩიეს, ქუჩაში ყოფნის, რასაც არ ვეთანხმები. დღეს კრიზისის გადალახვა შეუძლებელია, მათ უნდა აერჩიათ კრიზისის საპარლამენტო ფორმატში გადატანის გზა, იქ წაყვანა გარკვეული პოლიტიკური პროცესის. ეს გზა იქნებოდა ბევრად უფრო ეფექტური რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების მისაღწევად.

რა მოყვება ამ აქციებს? ილუზიაა ეს. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პოლიტიკა მარტო პოლიტიკური კრიზისი არ არის? ჩვენ გვაქვს სახელმწიფოებრივი კრიზისი მრავალგანზომილებიანი, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გვაქვს დეგრადაცია. ამიტომ სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია. აქციებს დაიწყებენ თუ კუნთების თამაშს, კარგით რა?! ნაბან წყალს ბავშვი რომ გადააყოლონ? კი ბატონო, ხელისუფლება შეიძლება დაამარცხონ ბოლოში, მაგრამ სახელმწიფო რამხელა ზიანს მიიღებს, ამაზე არ უნდა ვიფიქროთ? იგივე მიზანი თუ პარლამენტის შეგნით არის მიღწევადი, რატომაც არა?! რატომ უნდა წავიდნენ ან ყველაფერზე ან არაფერზე?“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“არჩვენების შემდეგ, ამომრჩეველმა დაინახა ჩემი, ბადრისა და „ლელოს“ პრინციპული სახე”
შემდეგი სტატია(video)პროკურატურა დავით-გარეჯის საქმეზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გაკეთებული ფარულ ჩანაწერებს ასაჯაროებს