ელისაშვილი – ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების“ სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც

ჩემი და პარტიის „მოქალაქეების“ სახელით მინდა განვაცხადო, რომ დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. საკითხი, თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, უბრალოდ ღიმილისმომგვრელია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ელისაშვილის განცხადებით, ის და ლევან იოსელიანი მზად არიან, საჯაროდ შეხვდნენ „ქართულ ოცნებას“ და დაილაპარაკონ კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე.

„ოფიციალურად და საჯაროდ მინდა ჩემი და ჩვენი პარტიის „მოქალაქეების“ სახელით განვაცხადო: ჩვენ, დავასრულეთ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებიც და კინკლაობაც. ის საკითხი, თითქოს ვინმემ საიდანღაც გაგვრიცხა, არის უბრალოდ ღიმილისმომგვრელი. ჩვენ ვინმეს საბავშვო ბაღში არ მივსულვართ, რომ გაგვრიცხონ. ჩვენ ვართ ხალხისა და ჩვენი მხარდამჭერების წინაშე ანგარიშვალდებული და მხოლოდ მათზე დამოკიდებული, სად ვიქნებით ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში. ასევე მინდა, ოფიციალურად, პარტიის სახელით მივმართო „ქართულ ოცნებას“ – ჩვენ: მე და ლევან იოსელიანი მზად ვართ, საჯაროდ შეგხვდეთ და დავილაპარაკოთ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის პერსპექტივაზე. ჩვენ გვაინტერესებს, ხართ თუ არა მზად, შეასრულოთ შუამავალი ელჩების თანდასწრებით მოლაპარაკების რაუნდებისას შეთანხმებული პუნქტები? თქვენგან ველით პასუხს ასევე საჯაროდ და ოფიციალურად“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიმაია ბითაძე ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ანდრიუს კალინდრას შეხვდა
შემდეგი სტატია“არჩვენების შემდეგ, ამომრჩეველმა დაინახა ჩემი, ბადრისა და „ლელოს“ პრინციპული სახე”