არჩილ თალაკვაძე : თუ რომელიმე პარლამენტის წევრს ინფექცია დაუდასტურდება, ჩვენ შესაბამისი წესებით ვიმოქმედებთ

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე კორონავირუსთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

თალაკვაძის თქმით, საქართველოს პარლამენტის არც ერთ წევრს, ახალი ვირუსი ამ ეტაპზე დადასტურებული არ აქვს.

“ამ მომენტისთვის საქართველოს პარლამენტის წევრს ან თანამშრომელს, ჩემი ინფორმაციით, არ აქვს დადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისად არავინ არის ინფიცირებული. ჩვენ მივიღეთ პროფილაქტიკური ზომები, მუშავდება ზედაპირები და ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სამსახურებს ჰქონდა.

თუ მომავალში ვინმე იქნება რისკ-ჯგუფში ან ვინმეს დაუდასტურდება ინფექცია, რა თქმა უნდა, შესაბამისი წესებით ვიმოქმედებთ,” – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მეოთხე დღეა დაკარგულ ტურისტს ეძებენ
შემდეგი სტატიამარინა ეზუგბაია: 33 პაციენტს ჩაუტარდა ახალ კორონავირუსზე კვლევა და ვირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა