ქვემო ფონიჭალაში ალესკეროვების ოჯახის სამი წევრი დააკავეს

ქვემო ფონიჭალაში სამართალდამცველებმა ალესკეროვების ოჯახის სამი წევრი დააკავეს.

დაკავებულია დედა და ორი ვაჟი. ქალბატონი რამდენიმე საათის წინ ქუჩაში დააკავეს, შვილები კი, რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ, სახლიდან აიყვანეს.

სამართალდამცველებს ადგილზე შეკრებილებმა წინააღმდეგობა გაუწიეს და სპეცრაზმის ავტომობილებისთვის გზის გადაკეტვა სცადეს.

ოჯახის ადვოკატის, რევაზ რიჟამაძის განცხადებით, ალესკეროვების კუთვნილი ავტომობილიდან ამოღებულია რამდენიმე შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე – თეა წულუკიანი არის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი წევრი, მან საკმაოდ ბევრი საქმე გააკეთა
შემდეგი სტატიაპირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელებისთვის ბრალდებულმა ანა აროშიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა