არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო უმრავლესობას ამ დროისთვის პარლამენტში ერთი ფრაქციის შექმნაზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული

საპარლამენტო უმრავლესობას ამ დროისთვის პარლამენტში ერთი ფრაქციის შექმნაზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე წარდგენის შემდეგ არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო ფრაქციების შექმნასთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები გაიმართება. ფრაქცია “ქართულ ოცნებას” კი, მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება საპარლამენტო თანამდებობებს, რომლებიც უკვე დაზუსტებულია, “ქართული ოცნების” წევრები აცხადებენ, რომ ეს დიდი პასუხისმგებლობაა.

მათივე თქმით, როგორც პრემიერმა აღნიშნა, პარლამენტის შეკრების შემდეგ დაიწყება იმ პრიორიტეტული საკითხების განხორციელება, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში “ქართულმა ოცნებამ” გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას წარადგენს
შემდეგი სტატიათბილისში ყველის ფესტივალი 2016 გაიმართა