“ქართული ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას წარადგენს

პარტია “ქართული ოცნება”დემოკრატიული საქართველო საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის პოსტზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას წარადგენს.

გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

“ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენი კანდიდატურების სია უკვე გამოაქვეყნა.

არჩილ თალაკვაძე 2012-2014წლებში საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 2014 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტი პირველივე სესიაზე ფარული კენჭისყრით ირჩევს.

თავმჯდომარის არჩევას სულ მცირე 76 დეპუტატის ხმა სჭირდება. არსებული რეგლამენტის თანახმად, კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ უმრავლესობას, უმცირესობას, დამოუკიდებელ ფრაქციას, ასევე პარლამენტის წევრთა ექვსკაციან ჯგუფს.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: “წიგნი სახისა!”
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო უმრავლესობას ამ დროისთვის პარლამენტში ერთი ფრაქციის შექმნაზე აქვს გადაწყვეტილება მიღებული