არჩილ თალაკვაძე – ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს

საქართველოსთან მიმართებით ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე – სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას რამდენად რელევანტურია, როცა ამ კონტექსტში ირაკლი ღარიბაშვილი და კახა კალაძე ქვეყნის “დასჯაზე” საუბრობენ.

მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ექნება პოლიტიკური კონტექსტი, კერძოდ, ის რომ უკრაინაში ომი მიმდინარეობს.

“არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ბევრ პოლიტიკოსს ევროპაშიც კი მიაჩნია, რომ საქართველოსთან მიმართებით უნდა იყოს მიღებული იგივე გადაწყვეტილება, რაც უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით არის რეკომენდირებული ევროკომისიის მხრიდან. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მოლდოვას და ვულოცავთ მათ, რომ ასეთი რეკომენდაცია გამოიცა, თუმცა, ამავე დროს ვამბობთ, რომ საქართველოსთან მიმართებით ნამდვილად იქნება უსამართლო, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ მიიღებს. თუმცა, ამას ექნება თავის ახსნა, პოლიტიკური კონტექსტი არსებობს, მიმდინარეობს ომი უკრაინაში და როგორც ჩანს ევროკომისიამ თავის გადაწყვეტილება დააფუძნა ამ ფაქტორებზე”, – განაცხადა თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიერთი მოქმედება ან უმოქმედობა გვითხრან, სადაც არასწორი ნაბიჯი გადავდგით და რითაც დავიმსახურეთ ის, რომ „ასოცირებულ ტრიოში ერთად წარმოდგენილები არ ვართ – კახიშვილი
შემდეგი სტატიაპროგნოზირებად მომავალში პუტინის იმპერიალისტურ რუსეთთან პარტნიორობა წარმოუდგენელია – შოლცი