არჩილ თალაკვაძე : მოველით, რომ პროკურატურა ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს

მოველით, რომ პროკურატურა ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც ია კერზაიას საქმესთან დაკავშირებით არსებობს, – ამის შესახებ საპარლმენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ია კერზაიას საქმეზე პროკურატურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქმე ობიექტურად იქნას გამოძიებული და თუნდაც ოპონენტების მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხი გაეცეს.

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა გამოიძიებს ამ საქმეს და ყველა კითხვა იქნება მოხსნილი. რაც შეეხება პარლამენტს, პარლამენტმა საკომიტეტო მოსმენა დაუთმო ამ საკითხს და ამ საქმის გარშემო ყველა მნიშვნელოვანი კითხვა იყო ამ განხილვაზე დასმული. შესაბამისად ვფიქრობ, რომ პარლამენტის ყურადღება საქმეზე მუდმივად არის და მოველით, რომ პროკურატურა ამომწურავად უპასუხებს იმ კითხვებს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით არსებობს“ , -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე – ეს არის სერიოზული გზავნილი და ხელისუფლების ადგილზე ამას შესაბამისად მოვეკიდებოდი
შემდეგი სტატიაეკა ბესელია – საპარლამენტო დელეგაციების საკითხი ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი იქნება