სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე – ეს არის სერიოზული გზავნილი და ხელისუფლების ადგილზე ამას შესაბამისად მოვეკიდებოდი

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 3, 2019 13:51

სალომე სამადაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე – ეს არის სერიოზული გზავნილი და ხელისუფლების ადგილზე ამას შესაბამისად მოვეკიდებოდი

ევროკავშირი მეტად შეშფოთებულია უკანასკნელი არჩევნებით, ეს წერილი უკვე ღია და საჯარო გზავნილია, – ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ევროპარლამენტის წევრთა ნაწილის მიერ გამოგზავნილი წერილის კომენტირებისას განაცხადა. სამადაშვილი მმართველ გუნდს ურჩევს ამ საკითხის მიმართ შესაბამის დამოკიდებულებას, რადგან ევროპარლამენტარების გზავნილები სერიოზულია.

„ჩვენი ქვეყნის მომავალი დიდწილად არის დამოკიდებული იმ პოლიტიკაზე, რასაც გაატარებს ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებაში. ამიტომ ყველა მსგავს გზავნილს ძალიან დიდი ყურადღებით უნდა მოეკიდოს ნებისმიერი ხელისუფლება. ევროკავშირი შეშფოთებულია უკანასკნელი არჩევნებით, ეს წერილი არის უკვე ღია, საჯარო გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისადმი, რომ თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ოპოზიციის, საერთაშორისო თანამეგობრობის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს არჩევნებთან დაკავშირებით, შემდეგი არჩევნები სავარაუდოდ ჩიხში შეიყვანს საქართველოს და ევროკავშირის მომავალს, ეს არის ძალიან სერიოზული გზავნილი და მე ხელისუფლების ადგილზე შესაბამისად მოვეკიდებოდი მას”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 11-მა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებთან და ქვეყნის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით წერილით მიმართა.

„2 აპრილით დათარიღებულ წერილში ევროპარლამენტარები ეყრდნობიან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიშს, რომელიც მათი შეფასებით, 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული დასკვნაა. ევროპარლამენტარები ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, რომ მმართველ გუნდზე ზეწოლა განახორციელოს, რათა ისინი ოპოზიციასთან შინაარსობრივ დიალოგში შევიდნენ და საქართველოში არჩევნები მთლიანად პროპორციული წესით 2024 წლის ნაცვლად, 2020 წელს ჩატარდეს“, – აღნიშნულია „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge აპრილი 3, 2019 13:51

გამოკითხვა

ზუგდიდის მერობის არჩევნებში რომელი კანდიდატი გაიმარჯვებს?

შედეგის ნახვა

Google სტატისტიკა


13,579
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics