არჩილ თალაკვაძე : ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ტიპის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ევროპული ტიპის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი იქნა არჩეული.

ამის შესახებ თალაკვაძემ პარლამენტის მიერ მთავრობის ნდობის გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

“ავირჩიეთ ევროპული ტიპის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი. ადამიანები, რომლებიც ახლოს არიან ხალხთან და ახლოს არიან ყოველთვის წარმატებულ შედეგებთან.

ჩვენ განვიხილეთ არაერთი შედეგი, რომელსაც მიაღწია ჩვენმა გუნდმა 4 წლის განმავლობაში. მათ წარმატებით შეასრულეს პირველი მისია და როგორც ყველა წარმატებული გუნდი, ახლა უფრო რთული გამოწვევის წინაშე დგანან”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე: რაც გვინახავს, იმას ვნახავთ
შემდეგი სტატია“რუსთავი 2-მა” იმდენი მეპატრონე გამოიცვალა, ეს სასამართლოს საქმეა,”- ვიქტორ დოლიძე ტელეკომპანიასთან მიმართებაში პოზიციას ცვლის