“რუსთავი 2-მა” იმდენი მეპატრონე გამოიცვალა, ეს სასამართლოს საქმეა,”- ვიქტორ დოლიძე ტელეკომპანიასთან მიმართებაში პოზიციას ცვლის

ვიქტორ დოლიძე: ირაკლი შოთაძე ზეწოლას ახდენს სასამართლოზე

თავისუფალი დემოკრატების ყოფილი წევრის და ახლა უკვე ხელისუფლებაში მყოფი ვიქტორ დოლიძის პოზიცია რუსთავი 2-თან დაკავშირებით შეიცვალა.

სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მედია როგორც არასდროს თავისუფალია ხოლო რუსთავი 2-ის საქმე სამართლებრივი დავაა, რომელიც სასამართლომ უნდა განიხილოს. სასამართლო პროცესთან დაკავშირებით კი დოლიძეს კითხვის ნიშნები აღარ აქვს.

“ეს არის სასამართლოში არსებული თემა და დარწმუნებული ვარ, რომ უნდა გამოვიდეს სწორი განაჩენი. მე როგორც აწ უკვე მთავრობის წარმომადგენელი სხვა განცხადების გაკეთება არ შემიძლია და თავს შევიკავებდი. რუსთავი 2-მა იმდენი მეპატრონე გამოიცვალა, რომ ეს სასამართლოს საქმეა თავიდან ბოლომდე. როგორც არასდროს მედია თავისუფალია ქვეყანაში ამას მგონია რუსთავი 2-იც არ დაობს,”- აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

დოლიძის აზრს იზიარებს დევნილთა მინისტრი სოზარ სუბარიც. მინისტრი ამბობს, რომ ეს კერძო პირებს შორის დავაა, რომელშიც სახელმწიფო ვერ ჩაერევა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ტიპის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი
შემდეგი სტატიაშეეგუეთ ამ დარბაზში გექნებათ დისკომფორტი-გიგა ბოკერია მთავრობის ახალ შემადგენლობას