რომან გოცირიძე: რაც გვინახავს, იმას ვნახავთ

gociridze

“ნაციონალური მოძრაობის” წევრის რომან გოცირიძის განცხადებით, მას ახალი მთავრობა არ მოსწონს. როგორც პარლამენტის მიერ მთავრობის ნდობის გამოცხადების შემდეგ რომან გოცირიძემ განაცხადა, მთავრობის გუნდის ენერგია, პროგრამა და კომპეტენცია არ მოსწონს.

“ნუ ამბობთ, რომ ეს არის ახალი მთავრობა, ეს არის ძველი მთავრობა, ძველი კადრები და პროგრამა. გვპირდებიან, რომ მომავალ 4 წელიწადში ისინი საქართველოს ააყვავებენ. რატომ გააკეთებენ ისინი იმას ხვალ, რაც არ გაუკეთებიათ დღეს, გუშინ.

არ მომწონს ეს პროგრამა, არ მომწონს ამ გუნდის ენერგია, არ მომწონს კომპეტენცია. სამწუხაროდ , ჩვენ მივიღეთ ის სურათი რასაც ვხედავდით, მარტივად თუ ვიტყვით – რაც გვინახავს, იმას ვნახავთ”- განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიკალაძე: არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენონ, ღირსება შეულახონ
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : ჩვენ ავირჩიეთ ევროპული ტიპის პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი