არჩილ თალაკვაძე ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ბავშვებს ბავშვთა დაცვის დღეს ულოცავს.

„1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. მინდა მივულოცო ყველა ბავშვს და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ოცნებების ასრულება.

ამ დღეს, ასევე, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, – მასწავლებლებს, მედიკოსებს, სოციალურ მუშაკებს, აღმზრდელებს, ფსიქოლოგებს, პოლიციელებს, მაშველებს და სხვა სფეროს პროფესიონალებს, ვისაც პირადი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში, კეთილდღეობასა და მისი უფლებების დაცვაში”, – წერს არჩილ თალაკვაძე „ფეისბუქის“ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი დღეს სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს ეწვევა
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა