არჩილ თალაკვაძე : აფგან მუხთარლის საქმის გამოსაძიებლად დიდი სამუშაოა გაწეული

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 20, 2018 12:54

არჩილ თალაკვაძე : აფგან მუხთარლის საქმის გამოსაძიებლად დიდი სამუშაოა გაწეული

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე შეფასებების გაკეთება გამოძიების დასრულების შემდეგ შეიძლება.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ერთადერთი კომენტარი, რაც დღეს შემიძლია გავაკეთო, არის ის, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საკმაოდ დიდი სამუშაო არის გაწეული. მიმდინარეობს გამოძიება და ჩვენ დაველოდებით გამოძიების შედეგებს. შემდეგ უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ შეფასებები“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, თუ პარლამენტში აფგან მუხთარლის საქმეზე შეიქმნება საგამოძიებო კომისია, ის ვერ იქნება მთავარ პროკურატურაზე ეფექტიანი, შესაბამისად, ასეთი კომისია წინასწარ არის განწირული უშედეგობისთვის.

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი 2017 წლის 29 მაისს თბილისიდან გაუჩინარდა. მეორე დღეს მან ადვოკატს განუცხადა, რომ ის, ძალის გამოყენებით, აზერბაიჯანში გადაიყვანეს. აზერბაიჯანის სასამართლომ აფგან მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მუხთარლი წაყენებულ ბრალს – საზღვრის უკანონო კვეთის, კონტრაბანდისა და მესაზღვრეებისთვის წინააღმდეგობის გაწევის შესახებ არ აღიარებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე თებერვალი 20, 2018 12:54

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics