მარგველაშვილი ევროპის ქვეყნებში ქართველების კრიმინალის ჩამდენებად წარმოჩენას რუსეთის პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ქვეყნებში ქართველების კრიმინალურ ჭრილში წარმოჩენას რუსეთის პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევს. ამ თემაზე მან თელავში, სტუდენტებთან შეხვედრიასას ისაუბრა.

გიორგი მარგველაშვილი ამ საკითხზე საქართველოს სახელმწიფოს როლს და ძალოვანი სტრუქტურების მოქმედებას ეფექტურს უწოდებს.

„ყველა სახელმწიფოში, ყველა ერში არიან კრიმინალები. სახელმწიფოები განსხვავდებიან, რამდენად ორგანიზებულად აღკვეთენ დანაშაულს. ამ მიმართულებით ჩვენი პოლიციის ატაშეები აქტიურდ მუშაობენ.

დღეს ყველგან ვაშინგტონში თუ ევროპის დედაქალაქებში რუსულ პროპაგანდაზე ეფექტურად საუბრობენ. მიზანმიმართულად ახორციელებენ ამ საკითხის პედალირებას, მათ მიზანს წარმოადგენს მოკავშირეთა შორის დაბნეულობისა და ერთმანეთზე ნეგატიური იმიჯის შექმნა. სწორედ რუსეთის პროპაგანდის შედეგია, რომ საუბრობენ ევროპა ქართველობას წაგვართმევს.

პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რუგულაციები და კრიმინალი აღკვეთილი უნდა იყოს.

ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობა, მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ. აკეთებენ ისე, რომ წარმოჩნდეს, თითქოს ქართველები რამე სირთულეს ქმნიან. მე ვხედავ, რომ საქართველო ამ საკითხთან მიმართებაში გახსნილია. უნდა ვიმუშაოთ ჩვენი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : აფგან მუხთარლის საქმის გამოსაძიებლად დიდი სამუშაოა გაწეული
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ნებისმიერი დემოკრატიისთვის ძლიერი ოპოზიცია არის აუცილებელი კომპონენტი – მჯერა, რომ საქართველო მზად არის ამისთვის