არჩილ ტატუნაშვილის დედულეთში ჩამოსვლის უფლება არ აქვს – სალომე ზურაბიშვილს ადიგენში ხმაურით დახვდნენ

წინასაარჩევნო შეხვედრებს სალომე ზურაბიშვილი ამჯერად ადიგენსა და ახალციხეში მართავს, სადაც მის ჩასვლას ისევ ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ ზურაბიშვილს არჩილ ტატუნაშვილის დედის ქალაქში ჩასვლის უფლება არ აქვს.

„აქ მოდის იმის შემდეგ რაც თქვა, რომ ჩვენ ავაწიოკეთ და დავბომბეთ მძინარე ქალაქი, მოდის და დედულეთში უნდა რაღაც ხმა აიღოს,“-ამბობენ ადგილობრივები.

ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი კი გუშინდელი განცხადებების შემდეგ, დღეს ახალ განმარტებებს აკეთებს.

”ქართული ოცნების” რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ის ყველა უმცირესობის უფლებას თანაბრად დაიცავს. გუშინ კი ზურაბიშვილი ეთნიკურ სომხებს შეხვდა, სადაც მიხეილ სააკაშვილი, ეთნიკური თურქების სასარგებლოდ, პრივილეგიების დაწესებაში დაადანაშაულა.

banner
წინა სტატიაშინაიჯელ შორტმა კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატიასოსო ფხაკაძე- „არ მინახავს ასეთი ადამიანი ეთქვას, რომ ჩვენ ზეწოლას ვგრძნობთ დღევანდელი ხელისუფლებისგან“