ნაიჯელ შორტმა კანდიდატურა მოხსნა

ფიდეს პრეზიდენტობის კანდიდატმა – ნაიჯელ შორტმა კანდიდატურა მოხსნა. მან ამის შესახებ, მან ოფიციალურად, ფიდეს 89-ე კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა და ერთერთმა კანდიდატმა – გეორგეუს მაკროპულოსმა, , ნაიჯელ შორტი მხარს სწორედ პრეზიდენტობის ბერძენ კანდიდატს დაუჭერს.

ფიდეს პრეზიდენტობისთვის, ახლა უკვე, მხოლოდ ორი კანდიდატი, ბერძენი – გეორგეუს მაკროპულოსი და რუსი – არკადი დვორკოვიჩი იბრძვის. არჩევნები ბათუმში, სასტუმრო შერატონში ამ წუთებში იწყება.

ფიდეს არჩევნების დასრულებისთანავე ზურაბ აზმაიფარაშვილს ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩევენ. ქართველი დიდოსტატი აღნიშნულ პოსტზე ერთადერთი კანდიდატია.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ელჩი „ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
შემდეგი სტატიაარჩილ ტატუნაშვილის დედულეთში ჩამოსვლის უფლება არ აქვს – სალომე ზურაბიშვილს ადიგენში ხმაურით დახვდნენ