არჩილ გამზარდია: მთელი ეს ამბავი აურზაურია არაფრის გამო

1. გაბუნიას ტექსტი არ მომწონებია, ბუნებრივია. 2. გაბუნია აგნოსტიკოსია, შესაბამისად, ბუნებრივი იყო მისი ტექსტი. 3. ზედმეტად დიდი ფასი დასდეს ამ განცხადებას. 4. მე ამ ტექსტზე გამეცინა, შარჟს შარჟით პასუხობენ და არა ისტერიკით. 5. საპატრიარქოს ტექსტი ასევე არ მომეწონა. 6. საპატრიარქოს გაბუნიაზე მეტი პასუხისმგებლობა და ქრისტიანობა უნდა გამოეხატა. 6. მთელი ეს ამბავი აურზაურია არაფრის გამო. 7. საქმე ბევრად მეტია, ვიდრე ამ ყველაფერზე დროის დათმობა”,-წერს ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ გუშინდელ გადაცემაში “არჩევანი”, გიორგი გაბუნიამ ცენზურაზე საუბრისას მხატვრის, ლია უკლებას ნამუშევარი თვითმკვლელი ღვთისმშობელი მიმოიხილა. გაბუნიამ ნახატზე საუბრისას თქვა, რომ “ღვთისმშობელს ხელში სათამაშო თოფი უჭირავს და სინამდვილეში თავს ვერ მოიკლავს და ქრისტესაც მალე გააჩენს”. გაბუნიას ამ მონოლოგის შესახებ განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ და გადაცემას “ღვთის მგმობი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშირუსული “ნივების” შესაძენად დახარჯული მილიონები
შემდეგი სტატიაშეწყვიტეთ ოთხმოცდაათიანებში მოზელილი პოსტსაბჭოური “გაგებით” თანამედროვე ცივილიზაციის ნორმების ჩანაცვლების ამაო მცდელობა!