არჩილ გამზარდია: ის სასულიერო პირი, რომელიც “სიონში” თენგიზ სიგუას პატივით დასვენებას დათანხმდა, მისივე თანამსგავსია

“შეიძლება ძალიან სასტიკად ჟღერდეს, რასაც ვწერ, მაგრამ… ის სასულიერო პირი, რომელიც “სიონში” თენგიზ სიგუას პატივით დასვენებას დათანხმდა, მისივე თანამსგავსია. იოსელიანმაც, სიგუამაც და მომავალში კიტოვანმაც ის ბედი უნდა გაიზიარონ, რაც ერთი ცნობილის ფილმის პერსონაჟმა – ვარლამ არავიძემ გაიზიარა. ეს ხალხი ქართული მიწის ღირსიც კი არაა, მითუფრო პატივით დაკრძალვის.

ბოდიშს მოვიხდი ჩემი ულმობელობისთვის, მაგრამ ამ ადამიანებთან მიმართებაში მე სულიერებას ვერ გამოვიჩენ, რადგან ძალიან კარგად მახსოვს ის უბედურებები, რაც მათ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და ხალხს დამართეს”,-წერს ჟურნალისტი არჩილ გამზარდია.

85 წლის ასაკში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი თენგიზ სიგუა გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშინონა შონია: როგორ გვენანები მათე ბიჭო, ჯერ პატარა ხარ, მხოლოდ 18 წლისა…
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა