მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა

მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა, – ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება.

 

“საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო დებულებათა და ეთიკის ნორმების დაცვის საბჭოის მიერ (16.12.2019) და ჩვენი ბრძანებით (N205) გაფრთხილების მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის. (საფუძველი მოციქულთა 55-ე და მე-2 მსოფლიო საეკლესიო კრების მე-6 კანონების დარღვევა)”,-ნათქვამია განცხადებაში.

შანტაჟის ენა და მუქარის აღსრულება დაიწყო იმ ადამიანებზე, რომლებიც უკვე წლებია ლაპარაკობენ სიმართლეს მამათმავლების, ნარკომანების შესახებ – ასე გამოეხმაურა მამა ანდრია სარია მისთვის მღვდელმოქმედების აკრძალვას.

მამა ანდრია ამბობს, რომ ქრისტიანის სტატუსს და წოდებას ვერავინ ვერ წამართმევს. მისი თქმით, ეკლესია არ არის კანტორა, ან “რომელიმე კონკრეტული გვარების, თუ შიოლაშვილების, ეს არის ქრისტეს ეკლესია” და ქრისტეს ეკლესიას ვერავინ დაუშლის.

მღვდელმონაზონი ამბობს, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ეკლესიაში დაგროვილი პრობლემები მოგვარდეს, ნელ-ნელა იცილებენ. მისივე თქმით, გადაწყვეტილება არაკანონიკურია და ის პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს, რათა გაარკვიოს გადაწყვეტილება ილია მეორემ ერთპიროვნულად მიიღო თუ მის ნაცვლად სხვებმა მიიღეს.

“მინიმუმ, 6-მა მღვდელმთავარმა უნდა განსაჯოს მღვდელი, თუ კონკრეტულად რომელიმე კანონიკურ დარღვევაშია მხილებული. მაგრამ არც დაბარება მომხდარა და რაღაც კანტორაში რომ გადაწყვეტენ, ისე მოხდა – “ეს არის მღვდელი – ეს არ არის მღვდელი” და ქურდულ სამყაროში ქუჩური გარჩევებივით. საეკლესიო სივრცე, ფაქტობრივად მოშლილია”– ამბობს მღვდელმონაზონი.

banner
წინა სტატიაშიარჩილ გამზარდია: ის სასულიერო პირი, რომელიც “სიონში” თენგიზ სიგუას პატივით დასვენებას დათანხმდა, მისივე თანამსგავსია
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია ჭიღლაძე: აუცილებელია, სამოქალაქო საზოგადოება ფეხზე დადგეს და შეარცხვინოს ისინი, ვისაც სინდისის ძარღვი გაწყვეტილი აქვს