არჩევნებში ჩარევის გამო აშშ რუსეთს სანქციებს უმზადებს

აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ახლოა იმასთან, რომ აშშ-ს არჩევნებში ჩარევის გამო რუსეთს სანქციები დაუწესოს – წერს The Washington Post-ი. ამერიკა რუსეთს არჩევნების კიბერ-ჩარევაში სდებს ბრალს.
გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ეკონომიკურ სანქციებზე, ასევე ზომებზე, რომელიც დიპლომატიურ დონეზე იმუშავებს. ამასთანავე, გამორიცხული არ არის ვაშინგტონმა კიბერსივრცე გამოიყენოს. გაზეთის ვარაუდით, აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმდინარე კვირას გამოაცხადებს სანქციების შესახებ.

კრემლი აშშ-ს არჩევნებში ჩარევას უარყოფს.

banner
წინა სტატიაშითურქი მინისტრი: სირიაში ასადის მმართველობის განმავლობაში მშვიდობა შეუძლებელია
შემდეგი სტატიაპოროშენკო გააფრთხილეს, რომ ავაკოვმა, შესაძლებელია წყლიანი ჭიქა ესროლოს