თურქი მინისტრი: სირიაში ასადის მმართველობის განმავლობაში მშვიდობა შეუძლებელია

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიაში მშვიდობის მიღწვა შეუძლებელია მაშინ, როცა პრეზიდენტად ბაშარ ასადი რჩება – Reuters-ი ავრცელებს.
მინისტრის თქმით, სირიის ოპოზიცია ვერასდროს შეეგუება ასადის ხელისუფლებაში ყოფნას.

დღესვე, თურქეთის სახელმწიფოებრივი საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუ” თურქეთ-რუსეთს შორის სირიაში ცეცხლის შეწყვეტის გეგმის თაობაზე დადებულ ხელშეკრულებაზე ავრცელებს ინფორმაციას.
აღნიშნული გეგმის მიხედვით, 29 დეკემბრის ღამეს სირიის ტერიტორიაზე ცეცხლი უნდა შეწყდეს.
ხელშეკრულებას გააცნობენ სირიის ხელმძღვანელობას და ოპოზიციურ დაჯგუფებებს. თურქული სააგენტო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ხელშეკრულება არ გულისხმობს და არ ვრცელდება შეიარაღებულ დაჯგუფებებზე, რომელთაც ტერორისტების სტატუსი აქვთ.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პრივატიზაციას კორუფციის სუნი ასდის
შემდეგი სტატიაარჩევნებში ჩარევის გამო აშშ რუსეთს სანქციებს უმზადებს