პოროშენკო გააფრთხილეს, რომ ავაკოვმა, შესაძლებელია წყლიანი ჭიქა ესროლოს

უმაღლესი რადას დეპუტატმა, უკრაინის შსს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა, რომ ქვეყნის შს მინსიტრს არსენ ავაკოვს ნებისმიერ დროს შეუძლია ქვეყნის პრეზიდენტს პეტრე პოროშეკოს წყლით სავსე ჭიქა ესროლოს – gordonua.com-მა გამოაქვეყნა.
პარლამენტარის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი ავაკოვთან კონფლიქტში საპასუხო ზომების მიღების შიშით არ შედის. “ეს არ მოხდება არასდროს. არ მოხდება იმიტომ, რომ პოროშენკომ მშვენივრად იცის: არსენ ბორისის ძემ ჭიქა მასაც შეიძლება ესროლოს, ამიტომ, პრეზიდენტი კონფლიქტს ამ დონემდე არ მიიყვანს. ასე დაწერეთ” – თქვა გერაშენკომ.

შეგახსენებთ, რომ ჭიქის ინციდენტი გასულ წელს მოხდა. მაშინ ავაკოვმა წყლით სავსე ჭიქა მაშინდელ ოდესის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ესროლა.

banner
წინა სტატიაშიარჩევნებში ჩარევის გამო აშშ რუსეთს სანქციებს უმზადებს
შემდეგი სტატიასასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი-ოღლი დამნაშავედ ცნო