ვაშაძე 38.7%,ზურაბიშვილი 37.4% – 8 სადამკვირვებლო ორგანიზაციის დათვლის შედეგები

არასამთავრობოების გაერთიანება “დასავლური პლატფორმის” ინფორმაციით, 38,7 პროცენტით გრიგოლ ვაშაძე ლიდერობს, მეორე ადგილზე კი “ქართული ოცნების” რჩეული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილია 37, 4 პროცენტით.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა გადაწყვეტილება მხარი დაეჭირა სალომე ზურაბიშვილისთვის, ფსიქოლოგიური ტერორისა და ზეწოლის ფონზე მიიღო.

“დარღვევებზე, რომლებიც უკვე დავაფიქსირეთ, ყურადღება მეორე ტურშიც უნდა გავამახვილოთ. პირველ რიგში ეს არის ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება. მმართველ პარტიას აქვს საჯარო სექტორის თუ მუნიციპალური სამსახურების მუშაკებზე ზეწოლის შესაძლებლობა, იმისთვის მათ და მათი ოჯახის წევრებმა სალომე ზურაბიშვილის მისცენ ხმა” – განაცხადა ქრისტინა პუშოუმ.

banner
წინა სტატიაშიარჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დარღვევის ფაქტები – ქეთევან ციხელაშვილის ანგარიში